სკოლამდელი პროგრამა | ფრესქული
სკოლამდელი პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვის გონებრივ, სოციალურ-ემოციურ, შემოქმედებით, შემეცნებით და ფიზიკურ განვითარებას. მოამზადოს აღსაზრდელები სასკოლო ცხოვრებისთვის. ჩვენი პროგრამის თანახმად, თითოეული გაკვეთილი ეფუძნება თამაშისა და გართობის ინოვაციურ მეთოდოლოგიას.
პროგრამა მოიცავს ისეთ მიდგომებსა და სავარჯიშოებს, როგორიცაა:
- მენტალური არითმეტიკა - გონებრივი განვითარების უნიკალური პროგრამა, უზრუნველყოფს ბავშვის კოგნიტური უნარების სწრაფ განვითარებას თამაშითა და გართობით;
- სასკოლო მზაობისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება გელშტატ თერაპიის სავარჯიშოებით;
- სოციალური და ემოციური უნარების განვითარება;
- ბავშვთა მეტყველების განვითარება უახლესი ლოგოპედიური სავარჯიშოებით;
- სპორტის, ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, ტანვარჯიშის წრეები;
პროგრამა აერთიანებს და ანვითარებს ბავშვებში შემდეგ მიმართულებებს:
- ინტერ და ინტრაპერსონალური კომუნიკაცია;
- თვითგამოხატვა;
- რეფლექსია;
- პოზიტიური აზროვნება;
- კრეატიულობა;
- თვითრეგულაცია;
- სტრესთან ადაპტაცია და მართვა;
- ემპათია;
- ნეგატიური ემოციის გარდაქმნა;
- მიმღებლობა.
ინგლისური და ქართული სექტორი გახსნილია 3-დან 6 წლამდე ასაკის, ნებისმიერი ეროვნების ბავშვებისთვის. ფრესქულში ბავშვის ჩარიცხვამდე მშობელთან და ბავშვთან გასაუბრება ხორციელდება. სპეციალისტი ფსიქოლოგის ჩართულობით ბავშვის შესაძლებლობებს აფასებს.
პროგრამა ითვალსწინებს მშობლის მაქსიმალურ ჩართულობას. სკოლის ფსიქოლოგი ბავშვებთან კომუნიკაციას ამყარებს ინდივიდუალურად, მათთან ურთიერთობისას გამოვლენილი საჭიროების მიხედვით კი ის უკავშირდება და თანამშრომლობს მშობლებთან საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
სკოლამდელი აღზრდის პროგრამის განმახორციელებელი გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა წრეების, კლუბების, ხელოვნების სტუდიის, სპორტული აქტივობების წარმატებულ ფუნქციონირებას.
პროგრამა სკოლამდელი განათლების თანამედროვე მოდელს ეფუძნება, რომელიც ორიენტირებულია ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე.